ახალი ამბები

რასმუსენი: მესამე მხარე ვერ გადაწყვეტს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას

5 თებერვალი, 2014 •
რასმუსენი: მესამე მხარე ვერ გადაწყვეტს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას

ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

 

“მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ყველა ვალდებულება საქართველოსთან მიმართებაში. გარკვევით ვთქვით, ღობის გავლება და ბარიკადების აგება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებსაც. ის ხელს უშლის ადგილობრივ მოსახლეობასაც გადაადგილებაში და უნდა აიღონ,”- განაცხადა ადერს ფოგ რასმუსენმა ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

 

მისივე განმარტებით, საქართველო ნატოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად რჩება. 

 

“ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ოპერაციებში. თქვენ ახორციელებთ ასევე მნიშნველოვან რეფორმებს, და დღეს ვხედავთ უფრო მომწიფებულ დემოკრატიას თქვენს ქვეყანაში შარშან ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩვნების შემდეგ. საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთში აისაფის მისიაში. ერთობლივად ვმუშაობთ თქვენი უსაფრთხოების ძალების რეფორმირებისთვის, რომ დავეხმაროთ მათ ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაში. ახლა პრიორიტეტული რეფორმების გაგრძელებაა ყველა სფეროში. თავდაცვის, კანონის უზენაესობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების კუთხით.” 


 ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ შემდეგ მედიასთან კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა:

 

“ძალიან წარმატებული შეხვედრა მქონდა ნატოს გენერალურ მდივანთან. მინდა დაგიდასტუროთ, რომ აბსოლუტურად ყველა წევრი ქვეყნის ელჩის მხრიდან მოვისმინეთ მხოლოდ პოზიტიური შეფასებები, ისინი განსაკუთრებულად აღნიშნავენ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიღწევებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით და ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოახერხა განემტკიცებინა დემოკრატია ქვეყანაში,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი