ამის შესახებ რასმუსენმა დღეს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია დეტალები სამიტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ღია კარის პოლიტიკას, ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამ კონრეტულ სამიტზე როგორ იქნება ასახული. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ განვაგრძოთ შეფასება იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურვილი აქვთ გახდნენ, და საბოლოო შეფასებები ამის შემდეგ იქნება მიღებული. რა თქმა უნდა, ეს სამიტამდე მოხდება”, – განაცხადა რასმუსენმა.




