„საქართველო სოჭში მსოფლიო თანამეგობრობის გვერდით იდგება, იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი ტერიტორიის მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის საზღვრების ურყევობას. რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ არ ვრჩებით ერთი-ერთზე, დაპირისპირებულები. მინდა დავარწმუნო ყველა, ვისაც ამ პროცესის პოლიტიზება უნდა – პოლიტიკურადაც, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.





