ახალი ამბები

ღარიბაშვილი რასმუსენს შეხვდა

5 თებერვალი, 2014 •
ღარიბაშვილი რასმუსენს შეხვდა

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოსთან არსებულ მყარ პარტნიორულ ურთიერთობას. აღინიშნა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ის დემოკრატიული პროცესები და რეფორმები, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმალობაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, კერძოდ, საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთის ISAF-ის მისიაში.


ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის შემდგომ ნატოს საწრვთნელ მისიაში ავღანეთში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი