ახალი ამბები

15-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

5 თებერვალი, 2014 •
15-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

გამოძიების ცნობით, დაკავებულს მიმდინარე წლის 4 თებერვალს, შუადღეს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მის მიერ ნაქირავებ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონესთან, 1958 წელს დაბადებულ გენადი ლომიძესთან თანხასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გენადი ლომიძე მძიმე ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

 

შსს-ს ცნობით, ბრალდებული ჯიხურში ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა 15-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბრალდებულის განიარაღება შეძლეს და ადგილზე დააკავეს. 


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი