ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაროსანას შემდეგ აფხაზეთში ახალი მავნებელი, მწვანე კალია გავრცელდა

11 ივლისი, 2018 • 7419
ფაროსანას შემდეგ აფხაზეთში ახალი მავნებელი, მწვანე კალია გავრცელდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გერიას განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი მავნებელი, მწვანე კალია გავრცელდა.

როგორც უწყების წარმომადგენელი აცხადებს, დიდი რაოდენობით მწვანე კალია, როგორც აღმოჩნდა, საფრთხეს წარმოადგენს სიმინდის ნათესებისთვის.

“ახალდათესილი სიმინდი მწვანე კალიისთვის საკვები ბაზა გახდა. საბოლოო ჯამში, კალიებმა სიმინდის ნათესები უკვე დიდი რაოდენობით განადგურეს. კალიების მიგრაცია 2-3 ივლისს დაიწყო. უკვე 4 ივლისს გალის რაიონში დაიწყო ნათესების ქიმიური დამუშავება. 400 ჰექტარზე მეტი დამუშავდა. ახლა ტყვარჩელის რაიონში გაჩნდა კერები. რაიონი უკვე მოვამარაგეთ შესაბამისი პესტიციდებით”, – ამბობს აფხაზურ მედიასთან საუბარში ვლადიმერ გერია.

2017 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 25 მილიონი რუბლი დახარჯა, თუმცა თხილის მოსავლის 70% მაინც განადგურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი