ახალი ამბები

ლაფანყურის საქმეზე მომუშავე კომისიის დასკვნის ნაწილი შესაძლოა გასაიდუმლოვდეს

5 თებერვალი, 2014 •
ლაფანყურის საქმეზე მომუშავე კომისიის დასკვნის ნაწილი შესაძლოა გასაიდუმლოვდეს

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომისია ძალიან აქტიურად მუშაობდა, მოეწყო შეხვედრა ათობით ადამიანთან, ხდება ფოტო, ვიდეო და სხვა სახის მასალის შეგროვება. მოწმეების დიდ ნაწილთან შეხვედრები უკვე დასრულებულია, თუმცა კვლავ რჩება გამოსაკითხი რამდენიმე პირი და დასაზუსტებელი რამდენიმე ინფორმაცია. მეორე ეტაპი, რაც ინფორმაციის ანალიზს გულისხმობს, მალე დაიწყება. თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის დასრულდება მუშაობა, გამიჭირდება. ორი თვის მანძილზე ჩვენ სავარაუდოდ შევძლებთ თავი მოვუყაროთ ამ ინფორმაციას, და იმედი გვაქვს გაზაფხულისთვის უკვე იქნება გარკვეული დასკვნა”, – განაცხადა სახალხო დამცველმა დღეს, 5 თებერვალს, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც ბოლო ერთი თვის ანგარიში წარმოადგინა.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც ლაფანყურის საქმეს სწავლობს, 11 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი