“ამასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მაქვს მიცემული ჩვენება. ჩემს პოზიციას ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით. თუ გადახედავთ ძველს, რაც მაქვს მიცემული გამოძიებისთვის, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მე მაქვს მიცემული. აქედან გამომდინარე სხვა კომენტარს ვერ მოქცემთ,”- განაცხდა ბუხაიძემ “რეპორტიორის” პრესკლუბში.
ჟურნალისტის კითხვას, რომ მას ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები აქვს მიცემული, მისმა ადვოკატმა უპასუხა.
“არც ერთი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება არ აქვს. ერთადერთი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებას არის, რომ პირველ შემთხვევაში მელნიკოვი ვერ ამოიცნო და შემდეგ სასამართლოზე ამოიცნო. ამაზე სამამრთლოსთვის ახსნა-განმარტება გვაქვს მიცემული. გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აბსოლიტურად იგივე რჩება”- თქვა ლევან ბუხაიძის ადვოკატმა ლაშა ავალიანმა და დაამატა, რომ გამოძიება სხვადასხვა ვერსიებს ამუშავეს, რაზეც ლევან ბუხაიძე ვერ უპასუხებს.
ლევან ბუხაიძის თქმით, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია და მას ის ადამიანები ახორციელებენ, ვისაც ბრალი მიუძღვს გირგვილიანის მკვლელობაში.
“დღევანდელი პრესკონფერენცია შედგა იმისთვის, რომ გამეკეთებინა განცხადება ცრუ ბრალდებებთან დაკაშირებით. ამ ბოლო დროს მიზანმიმართულად გააქტიურდა სანდრო გირგვილაინისა და ჩემ მიმართ ბინძური კომპანია. ცდილობენ აბსურდული და გაუგონარი ფაქტები მომაწერონ. იმიტომ, რომ ვერ მოუნელებიათ სანდროს საქმეზე ცოცხალი მოწმის არსებობა,”- განაცხადა ბუხაიძემ.
იგი საუბრობდა ბრალდებებზე, რომ გირგვლიანის მკვლეობაში განსასჯელბთან ურთიერთობა ჰქონდა. ბუხაიძის თქმით, ყველა საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან გამოძიება არ დააზარალოს.
“საქმე დაბრუნდა ხელახალ გამოძიებაში. მე, როგორც მოწმესა და დაზარალებულს, არ მაქვს უფლება გამოძების მასალები გავახმაურო”,- ამბობს ბუხაიძე.