ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, გუშინ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოაწერეს ენმ-სთან შეთანხმებას 3 ძირითად პუნქტზე. ესენია:
1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);
2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;
3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.
შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს ევროპული საქართველოდან გიგა ბოკერია, ხოლო ენმ-დან – გიორგი ბარამიძე, პოლიტსაბჭოს წევრი.