“მინდა ვთხოვო ბატონ კახი კალაძეს, მომავალშიც, სანამ მსგავს გადაუმოწმებელ განცახდებას გაავრცელებს, კონტაქტი იქონიოს საკუთარ პრესსამსახურთან,”- განაცხადა სახალხო დამცველმა დღეს, 5 თებერვალს გამართულ პრესკოფერენციაზე.
მისივე თქმით, თავად მინისტრს რომ ჰქონოდა ინფორმაცია ომბუდსმენის განცხადების შესახებ, “მსგავს შეურაცხმყოფელ განცხადებას არ გააკეთებდა.”
საქმე შეეხება განცხადებას ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დიალოგის დასაწყების მიმართვით, რომელიც სახალხო დამცველის ინფორმაციით, მან ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორ კომპანიას გაუგზავნა.
როგორც ომბუდსმენის მიერ გუშინ, 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, ორივე უწყებიდან ომბუდსმენმა უარი მიიღო.
გუშინ საღამოსვე საპასუხო განცხადება გაავრცელა ენერგეტიკის სამინისტრომ, სადაც ეწერა, რომ ოფიციალური მომართვა სამინისტროსთან შეხვედრის ორგანიზების მიზნით სახალხო დამცველის აპრატიდან არ ყოფილა.




