ახალი ამბები

შსს-მ წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჰეროინი ამოიღო

5 თებერვალი, 2014 • • 1119
შსს-მ წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჰეროინი ამოიღო

1994 წელს დაბადებული ვასილ ჯ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,73 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3285 გრამი ჰეროინს შეიცავს.

 

შსს-ს განცხადებით, ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა, ხოლო დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი