ახალი ამბები

კბილაშვილი: ვერ ხერხდებოდა ზუსტად დადგენა, გირგვლიანი მოკლეს, თუ გაქცევისას გარდაიცვალა

5 თებერვალი, 2014 •
კბილაშვილი: ვერ ხერხდებოდა ზუსტად დადგენა, გირგვლიანი მოკლეს, თუ გაქცევისას გარდაიცვალა

ყოფილი პროკურორის განმარტებით, საუბარია იმაზე, თუ რა ვითარებაში დაიღუპა სანდრო გირგვლიანი: მოკლეს, თუ გაქცევის დროს გარდაიცვალა:

 

“ძალიან მნიშვნელოვნად არის გამოძიებული გირგვლიანის საქმე. სუფრის სცენა აბსოლუტურად გამოძიებულია. გამოძიება მიმდინარეობდა ისეთი ინტენსივობით, როგორც ეს ჩვენს რესურსებს შეესაბამებოდა. პროფესიონალი გამომძიებელი ამ საკითხს სწავლობდა: აბსოლუტურად არის გამოძიებული სუფრის სცენა, გამოძიებულია ის, თუ რა ვითარებას ჰქონდა ადგილი ციხეში, იქ ერთი ელემენტი იყო დარჩენილი, რომელიც ყოველ შემთხვევაში ჩემს დროს გამოძიებას საჭიროებდა: რა იყო გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, რადგან ვერ ხერხდებოდა ზუსტად დადგენილიყო, ის მოკლეს, თუ გაქცევის დროს გარდაიცვალა.  ჩვენ ვსაუბრობთ უტყუარად. როცა გამოძიება განაცხადებს, რომ გამოკვლეულია, ყოველგვარი კითხვის ნიშნები უნდა იყოს მოხსნილი”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი