10:00 – „თბილისი მარიოტში“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი ევროკავშირის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციას დაესწრება.
10.30 – სასტუმრო თბილისი მარიოტში სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სერვისების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართება. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი ფილიპ დიმიტროვი.
11:00 – სასტუმრო თბილისი მარიოტში სახალხო დამცველი ჟურნალისტებთან შეხვედრას გამართავს.
11:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ჰუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
11:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 – სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია შპს ,,ფარიდის“ მიერ ცხოველთა კომბინირებული საკვების მწარმოებელი ახალი ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება. შეხვედრის ადგილი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი კალინინი (რუსთავის ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია).
12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ადვოკატებთან ერთად საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
12:00 – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია გურიის მხარის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდებიან. თემა: მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია შეხვედრის ადგილი: ოზურგეთი, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა.
12:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ლეიბორისტული პარტიის ერთ- ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ივანიშვილის მიერ დაარსებულ „მოქალაქის“ შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.
13:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაური, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ერთობლივ პრესკონფერენციას თემა: საარჩევნო რეფორმა.
14:00–დეველოპერულ კომპანია “ორბსა” და სამხატვრო აკადემიას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: გრიბოედოვის ქუჩა, N22. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სახელმწიფო აკადემია.
14:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ოპერის შემოქმედებითი დასის წარმომადგენლები თეატრში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
15:00 – სასტუმრო ”Sheraton Metechi Palace”-ში (საკონფერენციო დარბაზში ”სალხინო”) გაიმართება დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე მოწვეულ სტუმრებს სამინისტროს მიერ 2013 წელს შესრულებული საქმიანობის შედეგებსა და მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებს გააცნობს.
15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, დონორების საკოორდინაციო შეხვედრის ფორმატში, საქართველოში არსებულ საერთაშორისო, დიპლომატიური და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო მისამართი: უზნაძის #52
17:00 – ახალგაზრდა პოეტი – სოფო ღლონტის პოეზიის საღამო გაიმართება. საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.
18:00 – მწერალთა სახლში გაიმართება ორენოვანი (ქართულ- ინგლისური) ვებ გვერდის – „თარგმანის ლაბორატორია“ პრეზენტაცია. (http:// translationlab.ge)
18:30 – იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება სურსათის მწარმოებელი 19 იტალიური კომპანიის პრეზენტაცია და მათი პროდუქციის (ზეთის, ძეხვეულის, ყველის, ფქვილის, პასტას, ბრინჯის, ტომატ-პასტის, პომიდვრის, ბარდისა და ლობიოს კონსერვის, წყლის, ღვინის, ლიქიორების და ალკოჰოლური სასმელების) დეგუსტაცია. ღონისძიებაში, რომელიც გაიმართება რესტორან “შოლემიო”-ში (ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. 27ბ), მონაწილეობას მიიღებს იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი.
19:00 – მხატვარ კახაბერ ტატიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. მხატვრის ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გალერეებშია გამოფენილი. მისამართი: ლესელიძის 32.




