ახალი ამბები

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს

10 ივლისი, 2018 •
თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა.

დაჭრილ მოზარდს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. როგორც “ნეტგაზეთს” სამედიცინო კორპორაცია ევექსის რეგინალურ ჰოსპიტალში უთხრეს, 17 წლის ახალგაზრდას მძიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი