“ეს საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო და თვის ბოლოს, 28 თებერვალს იქნება, ჩემი ინფორმაციით, ექსტრადიციასთან დაკავშირებთ გადაწყვეტილება მიღებული, ასე რომ, დაველოდოთ. დაველოდოთ, ვნახოთ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვაცადოთ პროკურატურას მუშაობა, ხელი არ უნდა შევუშალოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გუშინ, 3 თებერვალს გაათავისუფლა.