ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის კრიტიკას აბსოლუტურად იზიარებს

4 თებერვალი, 2014 •
ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის კრიტიკას აბსოლუტურად იზიარებს

 

“აბსოლუტურად ვეთანხმება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩვენ არ გვქონია ეკონომიკური ვარდნა, იყო შეფერხება, რაც გამოწვეული გახლდათ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესით. ამჟამად გვაქვს ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელს ველოდებით ეკონომიკის 5 %-იან ზრდას, მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი მოსალოდნელია 6,3%-იანი ზრდა”,-აღნიშნა პრემიერმა.

 

ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრემიერმა არასწორი ტერმინი გამოიყენა, როდესაც თქვა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეკონომიკის ვარდნას ჰქონდა ადგილი.

 

ივანიშვილი და ღარიბაშვილი
ივანიშვილი და ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი