ახალი ამბები

გაზის გადასახადის იანვარში დარიცხვის სისწორეს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის

4 თებერვალი, 2014 •
გაზის გადასახადის იანვარში დარიცხვის სისწორეს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის

ამის შესახებ დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ინიციატივით “ყაზტრანსგაზის’’ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრრის შემდეგ გახდა ცნობილი.

 

”სამუშაო ჯგუფში შევლენ, როგორც კომპანიის, ასევე საკრებულოს შესაბამისი კომისიების წარმომადგენლები, და მუშაობა გაგრძელდება მანამ, სამან არ მოგვარდება ყველა პრობლემა. მოქალაქეებს ასევე უფლება აქვთ მიმართონ კომპანიის სერვისცენტრებს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალურად მიიღონ დეტალური ინფორმაცია. გაუგებრობის შემთხვევაში კი აბონენტებს შეუძლიათ მოგვმართონ საკრებულოს მუშა ჯგუფს, და ჩვენ გპირდებით, განვიხილავთ აღნიშნულ პრობლემას და ერთობლივად ვიმუშავებთ მის აღმოსაფხვრელად“,- განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.

 

“აუცილებელია, რომ არც ერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ გადაიხადოს იმაზე მეტი, რაც უშუალოდ დახარჯა. ინდივიდუალურ რეჟიმში გავივლით ყველა  საკითხს, და თუ ვინმე თვლის, რომ ამ ორი თვის მანძილზე დაერიცხათ გაცილებით მეტი თანხა, ამ შემთხვევას მკაცრ კონტროლზე  ავიყვანთ“,- განაცხადა საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.

 


შეხვედრაზე მხარეებმა  გაზის ხარისხის შესახებაც იმსჯელეს.

 

როგორც კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა ირაკლი გაბუნიამ განაცხადა, გაზის ხარისხი ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს.

 



მასალების გადაბეჭდვის წესი