მინისტრის განმარტებით, ექიმების კვალიფიკაციის კუთხით ორი ცვლილება იგეგმება.
“დღეს 35 დიპლომის შემდგომი განათლების კურიკულუმი არსებობს, ანუ ის სასწავლო პროგრამა, რომლითაც ექიმები უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადიან სპეციალიზაციას. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ უკვე მივიღეთ 8 ახალი სასწავლო გეგმა, პროგრამა, რომელიც დასავლური სტანდარტების მიხედვით არის შედეგენილი. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ვაპირებთ რე-სერტიფიცირება აღვადგინოთ, ანუ ლიცენზიის აღების შემდეგ სპეციალისტმა უნდა დაადასტუროს, რომ ის კომპეტენტურია. ეს არ იქნება ერთჯრადი პროცესი, ვინაიდან მედიცინის სფერო სულ განახლებაშია, დაახლოებით, 5 -წლიანი ციკლებია. რე-სერტიფიცირება წლების წინაც იყო, მის აღდგენას ისევ ვაპირებთ,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.




