ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საბავშვო ბაღები დააჯარიმა

4 თებერვალი, 2014 •
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საბავშვო ბაღები დააჯარიმა

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს გეგმური ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდათ – შემოწმდა  ნედლეული,  რომლებიც გა­მოიყენება სურსათის საწარმოებლად; სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები და სხვ.

“არაკრიტიკული შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად ბიზნესოპერატორებს მიეცათ გონივრული ვადა, თუმცა რეკომენდაციების შეუსრულებლობისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, ისინი დაჯარიმდნენ”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

გარდა ამისა, თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მონიტორინგის ფარგლებში დააჯარიმეს ი/მ “გიორგი დემეტრაშვილი” და ი/მ “ხვიჩა დუგლაძე”,  რომლებიც ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდნენ სურსათის წარმოება-დისტრიბუციას, რაც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს ჯარიმას 300 ლარის ოდენობით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი