ახალი ამბები

ივანიშვილი მაუწყებლის ბორდის არჩევაზე: უსუფაშვილი აჩქარდა

4 თებერვალი, 2014 •
ივანიშვილი მაუწყებლის ბორდის არჩევაზე: უსუფაშვილი აჩქარდა

ივანიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი კანდიდატების არჩევისას აჩქარდა, ხოლო საზოგადოება არ იყო საკმარისად ინფორმირებული ამ პროცესის შესახებ. 

 

“ჩავერიე თუ არა, მივეცი თუ არა კონსულტაციები, მე მქონდა ამის სურვილი და განცდა. ეს მე გავიგე თვითონ, დეფაქტოდ. გეფიცებით, ეს გავიგე, როცა პროცესი იყო დასრულებული. ის 27 რიცხვი, როდესაც გამოცხადდა, იყო ასოცირებასთან ხელმოწერის დღე, უსუფაშვილი ტელევიზიაში გამოვიდა და, ეტყობა, ყურადღება ვერც მედიამ და ვერც საზოგადოებამ ვერ დაუთმო. განცდა დამრჩა, რომ არ იყო შესატყვისად ინფორმირებული საზოგადოება. და შედეგიც ნახეთ, განცხადების 86% შევიდა ბოლო დღეს, ვინც მიიღო მონაწილეობა. ქართულ ანდაზას გავიხსენებდი -“მოჩქარეს მოუგვიანდესო”. ეს მოუვიდა უსუფაშვილს, ცოტა ზედმეტად იჩქარა და დააკლო ინფორმირებულობა, დააკლდა. ეს თემა ვერ აიწია გარკვეულ სიმაღლეზე”,- განაცხდა ივანშვილმა. 

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, იცნობდა თუ არა ვინმეს, ვისაც სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა სურდა და  არ იცოდა ამის შესახებ, უპასუხა, რომ ასეთ პიროვნებას არ იცნობს. 

 

“მე არ ვიცი, მაგრამ რამეთუ ეს განცდა საზოგადოებაში იყო და დაიწერა”,- თქვა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

ივანიშვილის განცხადებით, კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მისი თქმით, წარდგენილ კანდიდატებში იყვნენ ისეთი პიროვნებები, რომელთა არჩევაც შესაძლებელი იყო. 

 

“ვინმეს პროცესისადმი ეჭვი არ გამოუთქვამს. ერთადერთი უკმაყოფილება, ობიექტური, გახლავთ ის, რომ  ვერ მოხერხდა იმ მოკლე დროში და ვერ დაასრულეს, რასაც მეც ვიზიარებ. ის, რომ ცილი დასწამო, ნახეთ, ტელევიზიის ჯიბეში ჩადება უნდათ, პირიქით, თუ ჯიბეში ჩადება უნდოდა, ამას კიდევ უფრო სწრაფად გააკეთებდა და კიდევ უფრო მოქნილად გააკეთებდა. პროცესები იყო გამჭვირვალე”, – განაცხადა ივანიშვილმა. 

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის პროცესი ჩააგდო. ამ დროისთვის საბჭოს 9 წევრიდან პარლამენტმა მხოლოდ 4 წევრი დაამტკიცა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი