“არჩილი თავისი სიყმაწვილით, თუ კიდევ სხვა თვისებებით, მგონი, ცოტა მეტს ჩქარობდა, მაგრამ კონფლიქტი ჩვენ არ გვქონია. ეს დამოკიდებულება მას ჰქონდა ამ კანონთანაც. და საერთოდ დამოკიდებულება იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიგვეღო ჩვენ ამერიკული პროკურატურა, ან ევროპული პროკურატურა. ჩემი აზრით, უფრო ადვოკატად რჩებოდა არჩილი. ამიტომ ფორსირებდა ასე სწრაფად. დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ ადვოკატი, და პროკურატურა არის ძალიან რთული სტრუქტურა”, – განაცხადა ბიძინა ივანშვილმა.
ყოფილი პრემიერის თქმით, აზრთა სხვადასხვაობა მასსა და კბილაშვილს შორის განახლებული”მოწმეთა დაკიხთვის წესის” დამტკიცებასთან დაკავშირებით წამროიშვა. პრემიერის თქმით, იმ ფორმით არსებულ კანონპრექტს პროკურატურის მუშაობის შეფერხება შეიძლებოდა რომ გამოეწვია.
“ამ კანონპროექტზე ჩემი პრემიერობის ადრეული პერიოდიდან იყო მსჯელობა და ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ ეს უკვე დაგვენერგა უახლოეს დროში. უსუფაშვილი და გარკვეული ჯგუფი, ხმალაძეც მოვიწვიეთ პარლამენტიდან, რომ გადაგვეწია. საუბედუროდ ვერ მოხერხდა. ძალიან რთული პრობლემები ჰქონდა პარლამენტსაც და მთავრობასაც. ამ სახით ამ კანონის ძალაში შესვლა, რაღაც ეტაპზე შეიძლება კოლაფსი გამოეწვია პროკურატურის და სასამართლოს მუშაობის”,- მიიჩნევს ივანიშვილი.
ივანიშვილმა განაცხდა, რომ მისმა მთავრობამ პროკურატურის რესტრუქტურირება შეძლო და მისი “მინიშნება” პროკურატურისადმი იყო ის, რომ ბრალდებები მოემზადებინათ და არ აჩქარებულიყვენ.
“ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ზედმეტ აჩქარებას და მოთხოვნილებას საზოგადოების არ დაექვემდებაროთ. უფრო მეტ პროფესიონალიზმზე და ხარისხზე გააკეთეთ აქცენტი. ეს იყო ჩემი პოლიტიკური მინიშნება. მეიძლება ერთ-ერთი შედეგიც ის იყო, რომ საზოგადოებაში დღესაც არის უმაყოფილების განცდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ის დაპირება, რასაც ჩვენ ვიძლეოდით, არ შესრულდა,- განაცხდა ივანიშვილმა.
მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის მიხედვით, გამოძიების ეტაპზე მხოლოდ ბრალდების მხარე სავალდებულო წესით ვეღარ მიიღებს მოწმის ჩვენებას. სანაცვლოდ, მოწმე ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ თანაბარ პირობებში სავალდებულო წესით მხოლოდ სასამართლო პროცესზე დაიკითხება.
საქართველოს პარლამენტმა 71 ხმით 25-ის წინააღმდეგ ერთი მოსმენით მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც მოწმის დაკითხვის ახალი წესი 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდება.







