ივანიშვილის თქმით, მას ანალიზის გაკეთება კარგად შეუძლია და აქვს გაცნობირებული, თუ რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს ამ მიმართულებით, თუმცა: “ვერავითარი ძალსიხმევა და ძალადობა ხელს ვერ შეგვიშლის”.
“მე კარგად ვიცი ანილიზი: რა შეიძლება მოხდეს, კარგად ვიცი. ძალიან პასუხისმგებელიანი და დამოუკიდებელი ხელისუფლება ჰყავს საქართველოს. არავის ვალი არ აქვს, არც ბიზნესის და არც რომელიმე სახელმწიფოსი. საზოგადოებას აქვს ერთგვაროვანი განწყობა და განუსაზღვრელი სურვილი, რომ დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ევროინტეგრაცია, ამერიკა და ევროპა ნაციონლაური მოძრაობის მიერ აღმოჩენილი პროცესი არ არის:
“ჩვენ [ევროპაში] ვერთიანდებით იმ ფასეულობებთან, რასაც ვაჟა–ფშაველას ნაწერებში ვნახავთ, ეს ჩვენ გენებშია, ჩვენი მოთხოვნილებაა და ამას ვერავინ შეაჩერებს, ამას ვერავითარი ძალა ვერ მოახერხებს. აქტიურად უნდა ვიფიქროთ ევროპაზე”, – განაცხადა ექსპრემიერმა და დასძინა, რომ ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ შესაძლოა არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ქვეყნის შიგნით არსებული ძალებიც გამოვიდნენ, თუმცა ივანიშვილმა არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ასეთ ძალებში:
“არ დავკონკრეტდებოდი… თვითთონ გამოჩნდება პროცესში. ასეთი მცდელობები იქნება, თუმცა ეს უსასურია”.




