ამის შესახებ ექსპრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინამ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ვერ მოაწერა, რადგან ეს ფაქტი საქართველოს ძალიან დაეხმარებოდა ევროინტეგრაციის პროცესში.
“უფრო ღმრად არ წავიდოდი. იმდენი პრობლემა გვაქვს დღეს ჩვენ, რომ არ მინდა სხვა სახელმწიფოს მივუთითო იმ პროცესებზე, რაც შეიძლება არ იყოს დემოკრატიული ჩვენთვის”, – განაცხადა ექსპრემიერმა.




