კომპანიის განცხადებით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 13:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება იოსელიანისა და ბალანჩივაძის ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს – ბაზალეთის ქუჩიდან საჯაიას ქუჩამდე, საჯაიას, ატენის, თაქთაქიშვილის, კავსაძის, ბერძენიშვილის, მუხაძის, არაყიშვილის, მიშველაძის, ლ.ელიავას, რადიანისა და მათ მიმდებარე ქუჩებს; ასევე ირაკლი აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების ნაწილს – რადიანის ქუჩიდან მიშველაძის ქუჩამდე.
წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს 5 თებერვლის დილის 08:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება.




