“ძალიან მტკივნეულად ვუყურებ დაპირებების შესრულების საკითხს,” – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე განმარტებით, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გარკვეულწილად შემცირდა ელექტროენერგიისა და გაზის ფასები.
“რაც შეეხება საწვავის საკითხს, რადენიმე კომპანია აწვდის საქართველოს და ბენზინგასამართი სადგურებიც რამდებიმე კომპანიას უკეთებს კოორდინაციას. ამაზე მუშაობა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე მე წარმომედინა. მე აზერბაიჯანის პრეზიდენტთანაც მომიწია პრემიერობის დროს საუბარი, რამეთუ საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია ბოლომდე უნდა აღდგეს. “ნაციონალური მოძრაობის” დროს 10 პროცენტიც არ მოდიოდა იმ ტვირთების, რომელიც უნდა გადმოსულიყო. აღარ მინდა გავშალო ეს საკითხი, რამეთუ აზერბაიჯანის მხარეც ერთვის ამ პროცესში და არ მინდა რამე დავაზიანო და სხვის ბოსტანში გადავიდე. ჩვენ შევთანხმდით, ორი ქვეყნის მეთაური, რომ სატრანზიტო ფუქნცია ძალიან საინტერესოა ორივე ქვეყნისთვის. ამ მხრივ უკვე ჩატარდა კოლოსალური სამუშაოები და დღესაც გრძელდება. გუშინწინაც მქონდა შეხვედრა ამ თემაზე,”- განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის თქმით, აღნიშნული სამუშოების დადებითი შედეგები მალე იქნება თვალსაჩინო საქართველოსთვის.




