“იცით, რომ დავაფუძნე “თანაინვესტირების ფონდი”, რომლის დიდი იმედი მაქვს და იქა ვარ ძირითადად”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ჯერ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა თანხებს დახარჯავს იგი ახალდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” ფუნქციონირებისთვის. როგორც ივანიშვილი ამბობს, ამ ორგანიზაციაში ექვსი თანამშრომელია დასაქმებული ამ დროისთვის.
მისივე თქმით, დასაზუსტებელი იქნება მედიამონიტორინგის, პერმანენტული კვლევების ხარჯები და, შესაბამისად, მოხდება იმის განსაზღვრა, თუ რა სახსრებს დახარჯავს ორგანიზაცია “მოქალაქე”.







