ახალი ამბები

შსს-მ ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებაზე მომუშავე ჯგუფი გამოავლინა

4 თებერვალი, 2014 •
შსს-მ ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებაზე მომუშავე ჯგუფი გამოავლინა

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში ზურაბ კ-მ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი, აშშ-ში მცხოვრები თანამზრახველის დახმარებითა და სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით, ყალბი საკრედიტო ბარათები დაამზადა. ზურაბ კ-მ გაყალბებული საკრედიტო ბარათების რეალიზაცია თურქეთის რესპუბლიკაში სხვა თანამზრახველებთან ერთად მოახდინა. კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პერიოდულად ჩადიოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც სხვადასხვა ქალაქში, სავაჭრო ობიექტებში, ყალბი საკრედიტო ბარათებით ყიდულობდნენ სხვადასხვა ნივთს, რომელსაც შემდგომ თურქეთის რესპუბლიკაშივე ყიდდნენ”, – ნათქვამია შსს–ს განცხადეაში.

 

მათივე ინფორმაციით, სამივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ყალბი საკრედიტო ბარათებით განაღდებული თანხა, პორტატული და პერსონალური კომპიუტერები, ასევე, ბარათის დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყალბი საკრედიტო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).  

მასალების გადაბეჭდვის წესი