11:30 კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ტასოს მიცოპულოსი ხელს მოაწერენ კვიპროსის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მისამართი: კულტურის სამინისტრო; სანაპიროს #4
11:00 სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ,,მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს” სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს პირადად გააცნობს.
მისამართი: ქ. ზუგდიდი. სამხარეო ადმინისტრაციის შენობა
საკონტაქტო პირი: სოფო მდინარაძე; 577 58 50 58
11:00 არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ბრიფინგი
თემა: თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის, „ბიგ-ბენდისთვის“ გამოცხადებულ ტენდერში აღმოჩენილი კორუფციის შემცველი ფაქტები
მისამართი: ვაზისუბნის ქ. N7
საკოტაქტო პირი: მარიამ ხუციშვილი; ტელ: 577179003
12:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
დარბაზი N303
12:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
დარბაზი №301
12:00 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი რუდოლფ შოხი ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მისამართი: სასტუმრო “Courtyard Marriott”, თავისუფლების მოედანი №2
13:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი კანონის პროექტის “გარემოს ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე – პირველი მოსმენა;
დარბაზი №307
13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
მისამართი: მ. კოსტავას ქუჩა #68
13:00 კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ეს ეწვევა.
13:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გია კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს
თემა: 26 მაისის საქმე
მისამართი: მ. კოსტავას ქუჩა #68
14:00 ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა
დარბაზი N304
14:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
მისამართი: მ. კოსტავას ქუჩა #68
14:00 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი შეხვედრას გამართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან მერაბ ბოჭოიძესთან.
14:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში რადიო მუზას თანამშრომლები და კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე, მხატვარი მურაზ მურვანიძე და მწერალი რატი ამაღლობელი ამიერკავკასიაში არსებული კლასიკური მუსიკის ერთადერთი რადიო მუზა-ს დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ
მისამართი: მ. კოსტავას ქუჩა #68
15:00 საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქტო დარბაზში 2013 წლის ევროვიზიის მონაწილეები ნოდი ტატიშვილი და სოფო გელოვანი მედიის საშუალებით საზოგადოებას წარუდგენენ 2014 წლის ქართველ კონკურსანტს.
16:00 ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღის აღსანიშნავად კინოთეატრში “ამირანი” [მცირე დარბაზი ხელმარცხნივ] გაიმართება ტომაჟ მაგიერსკის დოკუმენტური ფილმის “ბლინკი და მე “ ქართული პრემიერა. ფილმის ჩვენებას დაესწრება გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი.
17:00 კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაათვალიერებს.
17:00 ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღის აღსანიშნავად ე. ახვლედიანის სახ. ბავშვთა ნახატების გალერეაში [აღმაშენებლის გამზ. 136] გაიმართება ბავშვთა ნახატების გამოფენის გახსნა .გამოფენის გახსნას დაესწრებიან გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი .
18:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა
ბიუროს სხდომათა დარბაზი
18:00 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროექტის „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს“ პრეზენტაცია.




