ახალი ამბები

კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა

3 თებერვალი, 2014 •
კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე იცხოვროს.

 

გადაწყვეტილების თანახმად, დ. კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მხოლოდ 10-დან 18 საათამდე, ხოლო შაბათს და კვირას, 9-დან 21 საათამდე.

 

“ექ-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა დღეიდან 6 თვე და არა მხოლოდ – 27 თებერვლამდე პერიოდი, როდესაც ექსტრადიციის საკითხზე მოსამართლემ მსჯელობა უნდა განაახლოს. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილმა სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი”,- ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას ფრანგ კოლეგებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში აგრძელებს.

 

კეზერაშვილის გირაოთი გათავისუფლების შესახებ მისმა ადვიკატმა შოთა მინდელმაც დაადასტურა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი