ახალი ამბები

ჯანაშვილი: 26 მაისის შემდეგ ვანომ გვითხრა, შინაურებს საყვედურები გამოვუცხადოთო

3 თებერვალი, 2014 • • 1331
ჯანაშვილი: 26 მაისის შემდეგ ვანომ გვითხრა, შინაურებს საყვედურები გამოვუცხადოთო

“2011 წლის ივლისში გაიმართა თათბირი, მაშინ საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ლაპარაკობდა იმაზე, რა ფორმითაც დაიშალა აქცია, ამიტომ მინისტრმა გვითხრა, შინაური ხალხი ნახეთ და საყვედურები გამოვუცხადოთო”, – განაცხადა შალვა ჯანაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ის მოწმის სახით დაიკითხა.

 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისის მოვლენებიდან მალევე, 2011 წლის 14 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ბრძანებები,  რომელთა მიხედვითაც, სამსახურიდან იქნა დათხოვილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა  ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური–  რვა თანამშრომელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი