“ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თარიღი მოახლოვდა და ჩვენ გვინდა შევახსენოთ საქართველოს მთავრობას მის მიერ მრავალჯერ დაანონსებული და დაპირებული ქართული საზოგადოებისთვის გამოძიების დასრულების თაობაზე, რომ დამთავრდებოდა სპეკულაციები, დამთავრდებოდა ათასი ბინძური ჭორი ამ თემასთან დაკავშირებით და პასუხი გაეცემოდა ყველა იმ კითხვას, რომელიც აქვს საზოგადოებას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ, რომ, როგორც ჩანს, ხელოვნურად ხდება ამ საკთხის გაწელვა იმისთვის, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური სპეკულაციები და ბინძური ბრალდებები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკაშვირებით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი დაპირება და დროზე დაამთავროს როგორც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიება, ასევე რაფალიანცის, ჯიჰადის ვიდეოს, მოსამართლე ია ბარამიძის შანტაჟის, ხვედელიძის საქმე და მრავალი სხვა ის გახმაურებული საქმე, რომელზეც დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს”, – განაცხადა ბარამიძემ.