ახალი ამბები

ივანიშვილი “მოქალაქის” პრეზენტაციას ხვალ გამართავს

3 თებერვალი, 2014 •
ივანიშვილი “მოქალაქის” პრეზენტაციას ხვალ გამართავს

პრეზენტაცია 12:00 საათზე სასტუმრო  „რედისონში“ შედგება, სადაც მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებს ორგანიზაციის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.


არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ ბიძინა ივანიშვილმა 23 იანვარს დააფუძნა. ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე დამფუძნებელს 28 იანვარს უნდა ესაუბრა, თუმცა გადაიდო. პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, შეხვედრა გრიპის ვირუსის გამო გადადო ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი