ახალი ამბები

ნაცმოძრაობის 3 ახალი კანონპროექტი განათლების სფეროში

3 თებერვალი, 2014 •
ნაცმოძრაობის 3 ახალი კანონპროექტი განათლების სფეროში

სამივე კანონპროექტი განათლების სფეროს ეხება:

 

სამხედრო სამსახური, სწავლის დაფინანსების სანაცვლოდ:

 

“დღევანდელი მდგომარეობით, გადაუხდელობის გამო დაახლოებით 28 000 სტუდენტს სწავლის საფასურის გამო შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი. 2012 წლის 1 ოქტომბრისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ეს ციფრი არ აჭარბებდა 12 000–ს. უმაღლესი განათლების სფეროში არ არსებობს სწავლის საფასურის გადახდის გარდა სტუდენტებისათვი ალტერნატიული მექანიზმები. შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე, უფლება აქვს სწავლის საფასურის (ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის) სანაცვლოდ მოითხოვოს სამხედრო სამსახურის გავლა”, – განაცხადა სერგო რატიანმა და დასძინა, რომ სამხედრო სამსახურის სწავლის დაფინანსების ალტერნატივად დაკანონების იდეა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

 

სერგო რატიანი
სერგო რატიანი

“გარდა ამისა, კანონის მიზანია ახალგაზრდების მოქალაქეობრივი თვითშეგნების კულტურის ამაღლება. თანამედროვე სახელმწიფოსთვის ფუძემდებლური პრინციპის უფლებებისა და მოვალეობების ურთიერთმიმართების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა. სასახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს იმ კულტურის დანერგვას, როდესაც ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის გაწეულილ სამსახურს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური დაფასება მოსდევს”, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

 

ნაციონიონალური მოძრაობის მეორე კანონპროექტის მანდატურის სამსახურს შეეხება. 

 

“არსებული კანონით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. მთავრობის ინიციატივით ბავშვთა დაცვის ოფიცერს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო დაწესებულების ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის უფროსი. ჩვენი ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო დაწესებულების ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის ფუნქციონირების საფუძველს უნდა წარმოადგენდეს სკოლასა და სამსახურს შორის გაფორმებილი ხელშეკრულება”, – განაცხადა სერგო რატიანმა და დასძინა, რომ ნაცმოძრაობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი მანდატურის სამსახურთან დაკავშირებულ ჩიხურ სიტუაციას მოაგვარებს.

 

 

ოპოზიციური პარტიის მესამე კანონპროექტი თავისუფალი მსმენელის კრედიტების აღიარებას შეეხება. რატიანის განმარტებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თავისუფალი მსმენელის ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საფეხურზე ჩარიცხვის შემდეგ უნდა ჩაითვალოს გასავლელი აკადემიური პროგრამის უკვე დაძლეულ ნაწილად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი