განათლების სამინისტროს ცნობით, მობილობის მსურველ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს 5 (ხუთი) საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს.
მობილობის შედეგები 14 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, რის შემდეგაც სტუდენტმა მიმღებ დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს.
მობილობის საფასური 40 ლარს შეადგენს, თუმცა, განათლების სამინისტროს ცნობით, სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან.
ოფიციალური ინფორმაციით, დღეს არსებული 67 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, მობილობის პროცესში მონაწილეობას 7 საგანმანათლებლო დაწესებულება არ იღებს. დარჩენილი 60-დან 47-მა 6982 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა.
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლიდან მობილობის პროცესში მონაწილეობას შემდეგი უნივერსიტეტები არ იღებენ:
ა(ა)იპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
სსიპ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი;
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
(2012-2013 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესში 5154 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული და მონაწილეობა 1596 სტუდენტმა მიიღო).




