ახალი ამბები

სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, თავშესაფრები მოსალოდნელი ყინვას გაუძლებს

2 თებერვალი, 2014 •
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, თავშესაფრები მოსალოდნელი ყინვას გაუძლებს

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია აცხადებს, რომ ბოლო ორი დღის წინ დაწყებული თოვლისა და ყინვის გამო კარვებში მყოფთა რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა ამის მოლოდინი არსებობდა:

 

“მეც  მქონდა მოლოდინი, შეიძლებოდა რაოდენობა ცოტა გაზრდილიყო, მაგრამ გუშინ არ იყო გაზრდილი. ახალი წლის პერიოდი იყო პიკი, როცა რაოდენობა 220-მდე ავიდა, მერე წავიდა კლება, იანვრის დასაწყისში 170 ადამიანამდე ცხოვრობდა კარვებში.  ბოლო ორი კვირაა ისევ ორას გადაცდა მაცხოვრებელთა რაოდენობა, 207- 208. ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ ამინდის გამო დაგვიჭირდებოდა გაფართოვება, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ არის”. – ამბობს ის. 

 

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ამინდი 31 იანვარს გაუარესდა. 3 თებერვლის ღამეს კი გარემოს ეროვნული სააგენტო ტემპერატურის დაცემას – 11 გრადუს ყინვამდე ვარაუდობს.  ყველაზე დაბალი ტემპერატურა თბილისში მოსალოდნელია 4 თებერვალს, როცა სინოპტიკოსები ტემპერატურის დაცემას თბილისში -13 გრადუს ყინვამდე ელიან, ხოლო კახეთში შესაძლოა ტემპერატურა -18, -20 გრადუსამდე დაეცეს. 

 

გია კაკაჩია “ნეთგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ კარვები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, მოსალოდნელ ყინვებს გაუძლებს:

 

“კარვის მიზანი ესაა, რომ სითბო იყოს. გამათბობელი მუდმივად ჩართულია და კარავი თბოიზოლირებულიცაა შიგნიდან.  ეს სამხედროებისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კარვებია, შესაბამისად, ყინვას გაუძლებს და მაგ კუთხით არ იქნება პრობლემა”. – ამბობს ის. 

 

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუმჯობესებას 6 თებერვლიდან ვარაუდობს 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი