შსს-ს მიერ მოწოდებული სტატისტიკა ასახავს 1 თებერვლის 09:00 საათიდან 2 თებერვლის 09:00 საათამდე არსებულ მდგომარეობას. უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ თოვლისა და ყინულის გამო 31 იანვარს 76 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ გიორგაძე აცხადებდა, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა სავალი გზიდან გადასვლას უკავშირდებოდა.
აღმოსავლეთ საქართველოში 31 იანვრის შემდეგ თოვს და ყინავს. დღევანდელი მონაცემებით, თბილისში -6 გრადუსი ყინვაა, ღამით კი ტემპერატურა -11 გრადუს ყინვამდე დაეცემა. სინოპტიკოსები ყინვის გაგრძელებას კიდევ რამდენიმე დღე ვრაუდობენ.