ახალი ამბები

ამინდის გამო თბილისი-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე შეზღუდვა მოქმედებს

2 თებერვალი, 2014 •
ამინდის გამო თბილისი-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე შეზღუდვა მოქმედებს

“თოვლისა და ლიპყინულის  გამო თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ103-კმ160 (ბაკურციხე-ლაგოდეხი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”.- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში 31 იანვრის შემდეგ თოვს და ყინავს. დღევანდელი მონაცემებით,  თბილისში -6 გრადუსი ყინვაა, ღამით კი ტემპერატურა -11 გრადუს ყინვამდე დაეცემა.  სინოპტიკოსები ყინვის გაგრძელებას კიდევ რამდენიმე დღე ვრაუდობენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი