ახალი ამბები

24 საათის განმავლობაში, ყინვისგან მიღებული ტრავმის გამო სასწრაფო 60- ჯერ გამოიძახეს

1 თებერვალი, 2014 • • 1205
24 საათის განმავლობაში, ყინვისგან მიღებული ტრავმის გამო  სასწრაფო 60- ჯერ გამოიძახეს

აღნიშნული 60 გამოძახება მიღებულ ტრავმებს უკავშირდებს, მაგალითად, მოტეხილობები. 60 გამოძახებიდან  30 შემთხვევაში დაზარალებულის სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო.  ზოგადად კი გასული 24 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა 1551-ჯერ გამოიძახეს, თუმცა ამ გამოძახებებში შედის სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დახმარების აუცილებლობის ისეთი შემთხვევები, რომელიც ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებული არაა, მაგალითად, კარდიოლოგიური შეტევა თუ სხვა. 

 

შალვა ბრაჭულის განცხადებით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მივიდა, თუმცა თოვლის გამო ვეღარ წამოვიდა და  სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდა. 


60 შემთხვევიდან 12 მათგანი ავტოსაგზაო შემთხვევებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, გასული 24 საათის მანძილზე, ყინვის გამო 76 ავტოავარია მოხდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი