ახალი ამბები

შსს: ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისში 76 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

1 თებერვალი, 2014 •
შსს: ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისში 76 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

შსს-ს წარმომადგენელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა სხეულის მსუბუქი დაზიანებები დაფიქსირდა. 

 

როგორც 112-ის წარმომადგენელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, საღამოს, მარილის მოყრის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 ავტოსაგზაო შემთხვავ დაფიქსირდა, 16 მათგანი კი თბილისში მოხდა. რაც შეეხება არასაგანგებო გამოძახებებს, მაგალითად, მანქანის თოვლში გაჭედვა და სხვა, ასეთი შემთხვევბის რაოდენობა 19-ია. 

 

თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ გიორგაძე აცხადებს, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა სავალი გზიდან გადასვლას უკავშირდებოდა:

 

“ზარალი არის ცოტა, იყო ავტოსაგზაო შემთხვევები, 60-მდე დაფიქსირდა სავალი ნაწილიდან გადასვლის ფაქტები, შესაბამისად, ვეღარ მოძრაობდნენ, ქმნიდნენ საცობებს და საავარიო მდგომარეობებს, მაგრამ დროულად მოხდა მათი ამოყვანა. 2 დღეა, რაც განსაკუთრებულ რეჟიმზე ვართ გადასული, გაძლიერებული და დამატებული ჯგუფები. გამოყენებულია ყველა ის აღჭურვილობა, რაც გაგვაჩნია”. – ამბობს ის. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი