ახალი ამბები

აეროპორტში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე არ მოცურებულა

1 თებერვალი, 2014 •
აეროპორტში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე არ მოცურებულა

აეროპორტში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავის მოცურების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს:

 

“პრობლემა აღმოფხვრილია, ამ პრობლემის შედეგად განრიგში გადაიწია ფრენებმა. ფრენები ჩვეულებრივად დღის განმავლობაში შესრულდება”- აცხადებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელი. საბოოლოდ, 6 რეისის ფრენის განრიგი შეიცვალა. 

 

წარმომადგენელის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა ტექნიკური პრობლემა შეექმნა თვითმფრინავს, თუმცა ამბობს, რომ რეისის ჩაშლის მიზეზი ასაფრენი ბილიკის გაყინვა არ გამხდარა. 

 

“თუკი ასაფრენი ბილიკის მოჭიდების კოეფიციენტი არ არის შესაბამისი, მაშინ ჩვენი უშუალო ზედამხედველი, ვინც არის ნავიგაცია და დეპარტამენტი, ბორტების მიღების უფლებას არ მოგვცემს. ყოველწუთს მოწმდება და მუდმივად იწმინდება. მანამდე და ამის შემდეგაც თვითმფრინავები გაფრინდნენ, შესაბამისად, არანაირი საფრთხე არ არსებობს იმის, რომ პრობლემა არის”- აცხადებებენ აეროპორტში. 

 

კომპანია “პეგასუსუსის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფაქტი, რაც დაფიქსირდა, მდგომარეობს შემდეგში- თვითმფრინავი გადავიდა ასაფრენი ბილიკიდან:

 

“ამ დროს მგზავრების ევაკუაცია მოხდა ბორტიდან, ბორტის ტექნიკური დათვალიერება მოხდება, ყველა მგზავრი კი დანიშნულების ადგილამდე იქნება ჩაყვანილი”.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ თოვლსა და ყინვას  აეროპორტის მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია და რეისები შეფერხების გარეშე ხორციელდება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი