თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის (კმ20-კმ120) ლოჭინი-წნორის (კმ20-კმ120) მონაკვეთზე დაწესებულია შეზღუდვა. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისის შემოსავლელი გზის ზაჰესი-მარტყოფის (კმ4-კმ28) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის სასადილო–თელავის (კმ28–კმ65) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვაზიანი-შუამთის (კმ32–კმ56) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ლახამულა-კალას (კმ102-კმ182) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ102 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რაც შეეხება თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის მამკოდა-თიანეთის (კმ5-კმ60) მონაკვეთზე, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზაზე და თბილისი-წითელი ხიდი (აზერბ.საზღვარი) საავტომობილო გზაზე წუხელ დაწესებული შეზღუსვები უკვე მოხსნილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.




