ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

31 იანვარი, 2014 •
ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის და მასთან დაკავშირებული პროცესების განხილვას დაეთმო.

“ირაკლი ღარიბაშვილმა და მიროსლავ ლაიჩაკმა ისაუბრეს საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხზე და ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ დაფიქისრებულ მნიშვნელოვან პროგრესზე. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება. სლოვაკურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. გამოითქვა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების სურვილი. ისაუბრეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი