ახალი ამბები

მერიის ინფორმაციით, გზებზე მარილი მთელ თბილისში იყრება

31 იანვარი, 2014 •
მერიის ინფორმაციით, გზებზე მარილი მთელ თბილისში იყრება

“კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები რაიონების მიხედვით გაყოფილი არიან და მონიტორინგს უწევენ არსებულ სიტუაციას. აბსოლუტურად ყველგან არის დაყრილი მარილი, უბრალოდ, მათ, ვინც პროფესიონალი არ არის ამ საქმეში, შეიძლება ეგონოთ, რომ არ არის დაყრილი. მარილი დაყრილი რომ არ იყოს, ვერ გადაადგილდებოდნენ მანქანით. თუმცა მოვუწოდებთ ყველა მძღოლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები, რადგან რაც არ უნდა მარილი დაყარო,  მარილი არ არის ჯადოსნური ფხვნილი, რომ სრულიად გააქროს თოვლი”, – აცხადებს გიორგი ყოჩიაშვილი.

 

მისივე განცხადებით, თბილისის მასშტაბით მუშაობს 50 ერთეული ტექნიკა, ხოლო 250–300 ადამიანამდე ფიზიკურად ახორციელებს მარილის მოყრას:

“მარილის მარაგი დიდია და საკმარისი იქნება, რაც არ უნდა მკაცრი ზამთარი იყოს და რა რაოდენობის თოვლიც გინდა მოვიდეს”, – განაცხადა გიორგი ყოჩიაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი