ახალი ამბები

GWP მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

31 იანვარი, 2014 •
GWP მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ასევე, სთხოვს თბილისელებს, შეფუთონ ის აღრიცხვის კვანძები, რომელიც დამონტაჟებულია მათ ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში.

“აღნიშნული ქმედებით კომპანიის აბონენტები შეძლებენ თავიდან აიცილონ რიგი პრობლებები და შეფერხებები წყლის მიწოდებაში, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს ლოკალურმა ავარიულმა დაზიანებამ მომხმარებლის კუთვნილ ქსელზე, მილებში წყლის გაყინვამ და მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლამ.

კომპანიის რეკომენდაცია სასურველია გაითვალისწინოს თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორის იმ ნაწილმა, რომელიც ცხოვრობს ან საქმიანობას ეწევა ისეთ კერძო სახლებში, თბილისულ ეზოებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, რომელსაც სასმელი წყალი ღია კომუნიკაციებით მიეწოდება და აღრიცხვის კვანძები დამონტაჟებული აქვს ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში.

ამას გარდა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ძლიერი ყინვის პერიოდში მკაცრ კონტროლს დააწესებს დედაქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც მეტად მოძველებული თუ ამორტიზებული ქსელებია და სადაც არ არის გამორიცხული, თავი იჩინოს ავარიულმა დაზიანებებმა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

დაზიანებების შემთხვევაში პრობლემის აღმოსაფხვრელად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე 293 11 11 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი