თბილისში დღის განმავლობაში ტემპერატურა -4 გრადუსამდე მოიმატებს. ყინვა იქნება ხვალ, 4 თებერვალსაც, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც თბილისში, ასევე, სხვა რეგიონებში, ტემპერატურა მოიმატებს.
სააგენტოს ცნობით, ამ წუთებში [10:50] თბილისში -7 გრადუსია. დაახლოებით იგივე ტემპარატურაა კახეთის რეგიონში. ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ასევე ძლიერი ყინვაა, – ზოგან ტემპერატურა ღამით -23-მდე იყო. სანაპირო ზოლში ასევე ყინვაა – ქობულეთში -3, ბათუმში +1.
რაც შეეხება ნალექს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლოა, დღეს, 3 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოთოვოს.





