ახალი ამბები

ავარიის გამო დიღომი-გლდანის დამაკავშირებელ გზაზე მრავალრიცხოვანი საცობი წარმოიქმნა

4 ივლისი, 2018 • 3541
ავარიის გამო დიღომი-გლდანის დამაკავშირებელ გზაზე მრავალრიცხოვანი საცობი წარმოიქმნა

გლდანში, სარაჯიშვილის მეტროსთან ავტომობილი გამწვანების ბორდიურზე ავარდა. შემთხვევა დღეს, 4 ივლისს,, საღამოს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი.

ავარიის შედეგად  ფეიქრების ქუჩაზე და დიღომი-გლდანის დამაკავშირებელ გზაზე მრავალრიცხოვანი საცობი წარმოქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი