ახალი ამბები

დავით ონოფრიშვილი ბიუჯეტის გარღვევის მიზეზებს განმარტავს

30 იანვარი, 2014 •
დავით ონოფრიშვილი ბიუჯეტის გარღვევის მიზეზებს განმარტავს

“ყველამ ვიცით, რომ ბიუჯეტს დააკლდა 600 მილიონზე მეტი, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკა არ გაიზარდა 6%–ით, არამედ გაიზარდა 3.5%–ით, შესაბამისად, დამატებითი ღირებულების გადასახადი პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკის აქტიურობაზე და ზრდაზე. პარლამენტში განხილვაზე როცა შემოვა 2013 წლის ბიუჯეტის ანგარიში, მაშინ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი”, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 91.7%-ით შესრულდა, შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსავლებს 614 მილიონ 439 ათას 400 ლარი დააკლდა. კერძოდ, 2013 წლის იანვარ–დეკემბერში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა 6 მილიარდ 808 მილიონ  60 ათას 600 ლარი, ხოლო წლიური გეგმა იყო 7 მილიარდ 422 მილიონ  500 ათასი ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი