წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება:
ლიუბლიანას ქუჩის ბოლო ნაწილს, დიღომი „7“-ს, „8“-ს და „9“-ს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებებს, ამერიკის საელჩოს, ჯორჯ ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩებს
კოსტავას ქ. №45-ს, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს
წყალს შეფერხებით მიიღებს:
ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მ/რაიონები, ბაგები, ვაკის ზედა დასახლება, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილი, კოჯორი, კიკეთი, წყნეთი, წავკისი, ტაბახმელა, შინდისი.
წყლის მიწოდების ხანგრძლივობა შეეზღუდებათ:
სოფელ გლდანს, გლდანულას, გაზის, კონიაკის, მუხიანის სამხედრო და ცენტროლიტის დასახლებებს, გლდანის მასივის IIIა, V, VI, VII და VIII მ/რაიონებს, თემქის III და მუხიანის I, II, III მ/რაიონებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმროს და „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ბეტონის ქარხანას.
კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს 31 იანვარის დილის 08:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.