ახალი ამბები

რატომ არ მოხდა მირზა სუბელიანის იდენტიფიცირება ხორავას ქუჩის მკვლელობის ვიდეოკადრებში

3 ივლისი, 2018 • 2046
რატომ არ მოხდა მირზა სუბელიანის იდენტიფიცირება ხორავას ქუჩის მკვლელობის ვიდეოკადრებში

ხორავის ქუჩის ტრაგედიის საქმის გამოძიებაში ჩართული გამომძიებლები აცხადებენ, რომ არ იცნობდნენ მირზა სუბელიანს და სწორედ ამ მიზეზით არ მოხდა მისი იდენტიფიცირება 24 იანვარს შედგენილ ოქმში, როდესაც მომხდარი მკვლელობიდან თვენახევარზე მეტი დრო იყო გასული.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასაკითხად მიწვეულ იყო სამი პირი, მათ საგამოძიებო კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ ჰკითხა, თუ რატომ არ არის აღნიშნული 24 იანვარს შედგენილ ოქმში ის, რომ საქმეში არსებულ ვიდეოკადრებზე აღბეჭდილი “უცნობი პირი” მირზა სუბელიანია. სამივე პირმა, რომლებსაც კომისია კითხავდა, თქვა, რომ ისინი არ იცნობდნენ მირზა სუბელიანს.

მირზა სუბელიანი მკვლელობის დროს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელი იყო. ამ ფაქტის შემდეგ, 3 დეკემბერს თანამდებობა დატოვა, რადგან მისი შვილი ჩხუბის  მოწმე იყო. სუბელიანი შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავა, მას შემდეგ, რაც ხორავას მომხდარი ტრაგედიის გამოძიებასთან დაკავშირებით ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი