ახალი ამბები

პრეზიდენტი: ფარული ჩანაწერები, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, არ უნდა განადგურდეს

29 იანვარი, 2014 •
პრეზიდენტი: ფარული ჩანაწერები, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, არ უნდა განადგურდეს

“ჩემი ზოგადი დამოკიდბულება არის, რომ საზოგადოებამ ასეთი ტკივილი გადალახოს და იფიქროს მომავალზე, მაგრამ, ბუენებრივია, სადაც არის დანაშაულის ნიშნები, მისი განადგურება თავის მხრივ უკვე დანაშაულის ჩადენაა. ამ კადრებში რა არის დანაშაულის ნიშნების მტკიცების საბუთი და რა უბრალოდ წინა ხელისუფლების მიერ საზოგადოების ჩაგვრის დამადასტურებელი მასალა, ამის თქმა ჩემთვის ძნელია. მე შემიძლია ვთქვა, რომ სადაც არის ისეთი რამე ასახული, რომელიც კიდევ ერთხელ გვაბრუნებს იმ ძველ დროში, როცა ადამიანებს აწამებდნენ, ეს ჯობია დავივიწყოთ, მაგრამ თუ არის რამე საბუთი, რომელიც კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმეზე გაგვიყავნს, ასეთი დოუკენტაცია არ უნდა განდაგურდეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი